რატომ „მზესუმზირა“?

იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა გავაერთიანოთ საზოგადოება და არ დავანაწევროთ ის: ჩვენ ყველანი ვართ დიდი საზოგადოების წევრები, მიუხედავად სოციალური მდგომარეობის, შესაძლებლობის, საკუთრების თუ ტემპერამენტისა. ,,მზესუმზირა” კარგად ასახავს ამგვარ საზოგადოებას. ბევრი თესლი - დიდი და პატარა, სავსე თუ ცარიელი - არის ერთად დაჯგუფებული, რათა შექმნას ეს ლამაზი დიდი ყვავილი. მიუხედავად განსხვავებებისა ისინი ერთად არიან, როგორც ლამაზი ყვავილი, რომელიც ყოველთვის იღწვის მზისაკენ.

ჩვენი ამბები

FAQ (ხშირად დასმული კითხვები)

არსებობს ასაკობრივი შეზღუდვები ვებ-გვერდის მოხმარებასთან დაკავშირებით?

მონაწილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს, რადგან ვებ-გვერდი შექმნილია ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

შეიძლება ჩემს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი მასალა გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე?

მხოლოდ ის მასალა გამოქვეყნდება, რაც შეესაბამება ჩვენს მისიას და ხედვას. გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს რედაქტორთა გუნდი.

რა არის სტატიების სასურველი თემები?

ძირითადი თემებია: გართობა, განათლება, ჯანმრთელობა, ხელოვნება, სპორტი, მეცნიერება, გარემო და პირადი.

არის ისეთი რამ, რაზეც არ შეიძლება რომ დავწერო ვებ-გვერდზე?

ჩვენ არასდროს გამოვაქვეყნებთ მასალას თუ: ის კლასიფიცირებულია კანონის მიერ, როგორც საიდუმლო ან მოუწოდებს არალეგალური ქმედებებისაკენ; მოიცავს სიძულვილის ენას ან დისკრიმინაციას სქესთან/გენდერთან, ეროვნებასთან, ეთნიკურ თუ სოციალურ წარმოშობასთან, გენეტიკურ მახასიათებლებთან, ენასთან, რელიგიასთან, იდეებთან ან რწმენებთან, ეთნიკური უმცირესობების მიკუთვნებულობასთან, საკუთრებასთან, ასაკთან და სხვა პირად თუ სოციალურ გარემოებებთან დაკავშირებით; თუ მასალა არ ეკუთვნის ავტორს ან მოიცავს საეჭვო ან მცდარ ინფორმაციას; მასალის შინაარსი არღვევს ადამიანთა პირადულ სივრცეს (პირადი და საოჯახო ცხოვრების პატივისცემა, სახლი, საკუთრება, ჯანმრთელობა და მიმოწერა); მოიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას.

არის რაიმე შეზღუდვა ქვეყანასთან დაკავშირებით?

არა. ჩვენ გაგვიხარდება თუ მივიღებთ მასალებს მთელი მსოფლიოდან.

რა ენაზე უნდა გადმოვგზავნო მასალები?

ინგლისურ, ქართულ და სომხურ ენებზე.

შეიძლება სტატიას თან დავურთო სხვის მიერ გადაღებული სურათები, თუ ისინი ძალიან მომწონს?

ჩვენ გვირჩევნია გამოვაქვეყნოთ ავტორის პირადი მასალები. მაგრამ ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სხვის მიერ გადაღებული ფოტოები თუ ამ ფოტოების ავტორი თანახმაა. ამ შემთქვევაში საჭირო იქნება ფოტოსურათის ავტორისა და წყაროს მითითება.

რა ტიპის მასალა შემიძლია გამოვაგზავნო ვებ-გვერდისთვის (ტექსტი, ფოტო და სხვ.)?

ჩვენ გვაინტერესებს ყველა ამბავი, რასაც გაგვიზიარებთ. მოგვიყევით თქვენი ცხოვრების ან იმ სამყაროს შესახებ, სადაც ცხოვრობთ. შეგიძლიათ ასევე გამოგვიგზავნოთ ფოტოები და ვიდეოები. გაგვიზიარეთ ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ. ჩვენი რედაქტორები შემდეგ შეარჩევენ მასალას ვებ-გვერდის შინაარსთან მიმართებაში და ჩვენ მას გამოვაქვეყნებთ.

Austrian Development Cooperation
ვებ-გვერდი შექმნილია პროექტის „ჩემს შესახებ“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ღია საზოგადოების ფონდის (საგანმანათლებლო პროგრამები, ბუდაპეშტი) მიერ. პროექტს ავსტრიაში კოორდინაციას უწევს Interkulturelles Zentrum Verein. პროექტს კოორდინირებას სომხეთში უწევს „იმედის ხიდი“, ხოლო პარტნიორი ორგანიზაცია არის „ორან“ . პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში არიან კავშირი „ბერილუსი“, „ლიბერტა“ და „ბილიკი“.