| Stories |

განათლება

უკეთესობიდან უკეთესობისაკენ

IMG_6074ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ყველაფერი აქამდე მივიდოდა. თავდაპირველად

ამ პროგრამის („სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ და ა(ა)იპ

,,ბერილუსის“ პროექტი ,,ჩემს შესახებ“) შესახებ არც თუ ისე დიდ ინფორმაციას

ვფლობდით, მაგრამ ამ პროგრამის ზოგადი ჩარჩო ვიცოდით, რადგან სსიპ ქ. რუსთავის

№11 საჯარო სკოლა აქტიურად იყო ჩართული მათ მიერ შემოთავაზებულ საქმიანობაში.DSC02222

ამ პროგრამას და ჩვენ სკოლას შორის მჭიდრო დამაკავშირებელი ჯაჭვი არის

ბოშა მარი, რომელიც სრულფასოვან განათლებას იღებს ჩვენს სკოლაში. მასთან ერთად

ჩვენ ყოველწლიურად დავდიოდით კონფერენციებზე, რამაც გარკვეული წარმოდგენა

შეგვიქმნა ბოშების წარმომავლობაზე, რაც ყველაზე მთავარია, პირადად შევხვდით მათ.

ასევე ამ კონფერენციებმა საშუალება მოგვცა, საჯაროდ გამოვსულიყავით აუდიტორიის

წინაშე და გაგვეღრმავებინა ჩვენი ცოდნა.

DSC02267სწავლის პერიოდში სკოლაში მოვიდა ინფორმაცია, რომ უნდა დავსწრებოდით

2 დღიან ტრენინგ-სემინარს თემაზე ,,ბოშები გუშინ, დღეს, ხვალ“. რაღა დაგიმალოთ და

მანამდე არც თუ ისე დიდ ინფორმაციას ვფლობდით მათ შესახებ. და აი დადგა

სემინარის პირველი დღე. სკოლიდან წავედით თბილისში, ჩვენ საყვარელ მარისთან

ერთად. შესვლისთანავე თვალშისაცემი იყო ბოშა სურაჯი, რომელიც საკმაოდ

კომუნიკაბელური იყო და გულღიად ეპყრობოდა იქ მყოფ სხვა ახალგაზრდებს რამაც

დადებითი ემოციები გაგვიჩინა ბოშების მიმართ. IMAG1471სემინარის პირველივე დღემ იმოქმედა

ჩვენზე, დაგვიტოვა უდიდესი ემოციები, რის გამოც ერთი სული გვქონდა როდის

დადგებოდა სემინარის მეორე დღე. მეორე დღე კი ორმაგად ემოციური აღმოჩნდა,

რადგან ჩვენთვითონაც ჩავერთეთ სემინარის მიმდინარეობაში. საბოლოოდ შინ დიდი

ემოციებით დავბრუნდით. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ერთმანეთს მომავალ

კონფერენციამდე ვერ შევხვდებოდით და ასე გვეგონა მანამ, სანამ არ მივიღეთ ახალი

ინფორმაცია სკოლიდან, რომელიც ჩვენთვის ძალზედ სასიხარულო აღმოჩნდა.

IMAG1478მიწვეულნი ვიყავით სამდღიან ტრენინგ-კურსზე ქალაქ გარეთ. შეხვედრის ადგილზე

მისულებს დაგვხვდნენ ბავშვები, რომლებიც ჩვენსავით მოუთმენლად ელოდნენ

როდის დავიძვრებოდით. მათ შორის იყო ჩვენთვის ნაცნობი სურაჯი, რომელთანაც

სულ რამოდენიმე წუთში დავმეგობრდით, ისევე როგორც სხვა ბავშვებთან. ძალიან

მალე ჩავედით დუშეთში, სადაც დაგვხვდნენ ორგანიზატორები. პირველივე

შთაბეჭდილება მოახდინა იქაურმა სასიამოვნო გარემომ. პირველ რიგში მოვაწყვეთ

პატარა შეხვედრა, სადაც ბავშვებმა და ორგანიზატორებმა უკეთ გავიცანით ერთმანეთი,

შემდეგ კი დავბანაკდით. პირველივე დღეს შეგვექმნა ისეთი კარგი შთაბეჭდილებები,

რომელთაც წამოსვლის ბოლო დღემდე განვიცდიდით. ჩასვლისთანავე დავიყავით ორ

ჯგუფად, რამაც ჯანსაღი კონკურენციის სტიმული მოგვცა თითოეულ ჩვენთაგანს.
IMAG1482
გასაოცარი იყო სურაჯის მრავალმხრივი ნიჭი, რაც ზოგადად ბოშებს ახასიათებთ და

სწორედ სურაჯის ნიჭიერება აისახა ჩვენი გუნდის ქულებზე. დანამდვილებით

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანაკის არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავდა. ამ სამი დღის

განმავლობაში მოვასწარით მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება. მივიღეთ მცირე,

მაგრამ ძირითადი ინფორმაცია ფილმის გადაღების შესახებ. ვესწრებოდით სამოქალაქო

განათლებისა და ეფექტური კომუნიკაციის გაკვეთილებს, რამაც ამ სფეროებშიც

გარკვეული ცოდნა შეგვძინა. გუნდებს გვქონდა უამრავი სახალისო დავალება

შესასრულებლად, რომელთათვისაც მოცემული გვქონდა გარკვეული დრო. ასევე

ვთამაშობდით სახალისო თამაშებს, რაშიც წახალისების მიზნით გვეწერებოდა ქულები,

როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. აღსანიშნია ,რომ ყოველი დილა

იწყებოდა ვარჯიშით, ასევე იქ არსებული კერძები, რომლებმაც უდიდესი მოწონება

დაიმსახურა ბავშვების მხრიდან და რაც ყველაზე მთავარია დაცული იყო ჰიგიენური

პირობები უმაღლეს დონეზე. არ შეგვიძლია არ გამოვყოთ თითოეული ორგანიზატორის

პროფესიონალიზმი და ასევე მომსახურე პერსონალის თბილი დამოკიდებულება

ბავშვების მიმართ. ის, რაც ბავშვების უკმაყოფილებას აერთიანებდა იყო მხოლოდ და

მხოლოდ დროის სიმცირე. წამოსვლის წინა ღამეს შედგა ჩვენს მიერ გადაღებული

ფილმების ჩვენება, რამაც თითოეულ ბავშვს საკუთარი თავი სხვა მხრიდან დაანახა.

შემდეგ კი ჩვენ გავაკეთეთ სამადლობელი პოსტერის პრეზენტაცია რითაც თავი

IMAG1494მოვუყარეთ ამ 3 დაუვიწყარ დღეს. წამოსვლის დღეს ბავშვებს გვკითხეს, თუ რა იყო

კარგი და რა შეიძლება ყოფილიყო უკეთესი, ალბათ უკვე თქვენც მიხვდებოდით რა იყო

ნახსენები მომავლის პერსპექტივით გაუმჯობესების სიაში – ეს იყო მხოლოდ დროის

სიმცირე.

და ახლაც, უდიდესი შთაბეჭდილებებით და მონატრების გრძნობით, ვწერთ ამ

სტატიას. და ამ სტატიის ბოლოს გვინდა გავიმეოროთ დასაწყისშივე ნათქვამი

სიტყვები: „ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ყველაფერი აქამდე მივიდოდა“.

ავტორები: მელისა სარი

ია ჩიხლაძე

 

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Comments
Austrian Development Cooperation
ვებ-გვერდი შექმნილია პროექტის „ჩემს შესახებ“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ღია საზოგადოების ფონდის (საგანმანათლებლო პროგრამები, ბუდაპეშტი) მიერ. პროექტს ავსტრიაში კოორდინაციას უწევს Interkulturelles Zentrum Verein. პროექტს კოორდინირებას სომხეთში უწევს „იმედის ხიდი“, ხოლო პარტნიორი ორგანიზაცია არის „ორან“ . პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში არიან კავშირი „ბერილუსი“, „ლიბერტა“ და „ბილიკი“.